ახალი ამბები

მარტვილში, ქვის საამქროში 46 წლის კაცი დაიღუპა

23 აპრილი, 2019 • 1148
მარტვილში, ქვის საამქროში 46 წლის კაცი დაიღუპა

22 აპრილს, საღამოს საათებში, მარტვილის სოფელ სალხინოში, ქვის საამქროში 46 წლის კაცი დაიღუპა.

ადგილობრივი რადიო „ათინათი“ იუწყება, რომ მურთაზ კეკუტია, სავარაუდოდ, ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდნის შემდეგ დაიღუპა.

როგორც რადიოს მარტვილის მერის წარმომადგენელმა სალხინოში, გია ჯიჯელევამ განუცხადა, საამქრო ექსპლუატაციაში ჯერ არ იყო შესული [ჯერ არ მუშაობდა] და კეკუტია მოწყობილობას ამოწმებდა;

მისი ინფორმაციით, ფაქტს არავინ შესწრებია და კეკუტია გარდაცვლილი იპოვეს. „რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის — იქ ჩავარდა, თუ გულმა უმტყუნა“, — ციტირებს რადიო ჯიჯელავას.

ჯეჯელავას ცნობითვე, საამქროს მეპატრონე გარდაცვლილის ბიძაშვილია.

შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მუხლი 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი