ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი სომხეთში ახალ გამანადგურებლებს განათავსებს

23 აპრილი, 2019 • 824
რუსეთი სომხეთში ახალ გამანადგურებლებს განათავსებს

რუსეთმა სომხეთის ტერიტორიაზე, ერებუნის საავიაციო ბაზაზე ახალი თაობის მრავალმიზნობრივი გამანადგურებლები განათავსა.

რუსული სააგენტო იტარ-ტასის ცნობით, რუსეთი სომხეთში 18 ასეთ გამანადგურებელს გაგზავნის და საავიაციო ბაზას განაახლებს.

სომხეთში რუსული სამხედრო ბაზა კი ქალაქ გიუმრიშია დისლოცირებული, მოსკოვსა და ერევანს შორის 1995 წლის საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე. 2010 წელს დოკუმენტში შეიტანეს ცვლილებები, რომლის შესაბამისად, საწყისი 25 წლის ნაცვლად სომხეთის ტერიტორიაზე მათი ყოფნის ვადა 49 წლამდე, ანუ 2044 წლამდე გაგრძელდება.

“კავკასიის რეგიონში რუსეთის არსებობა შემაკავებელი ფაქტორია კოლექტიური უსაფრთხოების ფარგლებში, რეგიონში სამხედრო მოქმედებები რომ არ განახლდეს და ხელს უწყობს სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას”. ამის შესახებ განაცხადა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სომხეთში რუსეთის საელჩოში მიღების დროსმისი განცხადებით, გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზას არაერთხელ დაუმტკიცებია საკუთარი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება დასახული ამოცანების შესრულების მიმართ და მაღალი საბრძოლო მზაობაც დაუდასტურებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი