ლევან ჯიბღაშვილის პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება – ადვოკატი

ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატის, ამირან გი­გუ­აშ­ვილ­ის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალს ოფიციალურად დღეს, 15:00 საათზე წაუყენებენ, ხოლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ დილით გაიმართება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

როგორც ნეტგაზეთს ადვოკატმა განუცხადა, უკვე დასრულდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნასაც ბრალის წარდგენისას გააცნობენ და ცნობილი გახდება, რა ნარკოტიკულ ნივთიერებაზეა საუბარი.

ადვოკატის განცხადებით, ნივთიერების შემადგენლობაც და კვალიფიკაციაც ზუსტად ეცოდინება ბრალის გაცნობის შემდეგ.

ამირან გიგუაშვილის ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი საკუთარი ავტომობილით მოძრაობდა ორთაჭალაში. ადვოკატის თქმით, ჯიბღაშვილი სწორედ ამ დროს გააჩერა პატრულმა, ხოლო მისი ავტომობილის ჩხრეკისას ამოიღეს პატარა ხელჩანთა, სადაც იყო აღნიშნული გაურკვეველი ნივთიერება.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ვერ იტყვის, თუ რა შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო პროცესზე. მისი თქმით, ეს საკითხიც დაზუსტდება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის წარდგენილი ბრალის გაცნობის შემდეგ.

  • მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს.
  • ლევან ჯიბღაშვილს 6-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამარლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდიანრეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.

ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.