ახალი ამბები

შრი ლანკაში დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

23 აპრილი, 2019 • 1069
შრი ლანკაში დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა

შრი ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 310-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა 500-ს აღწევს. ინფორმაციას ამის შესახებ პოლიცია ავრცელებს.

როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.  მომხდარის შემდეგ პოლიციამ 40 ადამიანი დააკავა.

აფეთქებების სერია შრი ლანკაში კვირას დაიწყო, როდესაც ადგილობრივი კათოლიკეები აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.

პირველი აფეთქების შესახებ ინფორმაცია კვირას, ადგილობრივი დროით 08:45 საათზე გავრცელდა, რასაც მოკლე დროში კიდევ 6 აფეთქება მოჰყვა.

თავდასხმის ობიექტებს შორის იყო სამი ეკლესია, სადაც სააღდგომო წირვა მიმდინარეობდა, აფეთქებები მოხდა რამდენიმე ძვირადღირებულ სასტუმროშიც.

როგორც BBC წერს, შრი ლანკის მთავრობა ფიქრობს, რომ რამდენიმე ადგილას თვითმკვლელი თავდამსხმელები მოქმედებდნენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი