ახალი ამბები

აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

23 აპრილი, 2019 • 4304
აჭარაში ბავშვების 85%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef) დახმარებით 2018 წელს ჩატარდა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია. ამ რეგიონში გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მასშტაბით ბავშვების 25%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა მერყეობს 5-10 მკგ/დლ-ის (მიკროგრამი დეცილიტრზე) ფარგლებში, რაც მიუთითებს მსუბუქ მატებაზე, ხოლო ბავშვების 16%-ის სისხლში ტყვიის შემცველობა ტოლია ან აღემატება 10 მკგ/დლ-ს.

რეგიონების მიხედვით, მდგომარეობა ასეთია:

ტყვის შემცველობა ადამიანის, განსაკუთრებით კი ბავშვის ორგანიზმში, იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, გონებრივი განვითარების შეფერხებას და ა.შ.

ჯერჯერობით დადგენილი არ არის, საიდან ხვდება ბავშვების სისხლში ტყვია. ამის დასადგენად დამატებითი კვლევებია საჭირო.

დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე პერიოდში საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) ფარგლებში, რომელიც შინამეურნეობების ყველაზე დიდი კვლევაა მსოფლიოში, პირველად ჩატარდა ტყვიის კომპონენტის კვლევა. ტყვიის დონის განსასაზღვრად ვენური სისხლის სინჯები შეგროვდა 2-7 წლის 1 578 ბავშვისგან საქართველოს მასშტაბით. ბავშვების კვლევაში ჩართვა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით და სინჯები გაიგზავნა იტალიის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტში (ISS), რომელიც წარმოადგენს ევროპის წამყვან საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტს. ტყვიის შემცველობაზე სისხლის ნიმუშის კვლევისას გამოყენებული იყო ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მასსპექტრომეტრი (ICP MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო სტანდარტს.

კველვის შესახებ მეტი წაიკითხეთ აქ:

საქართველოში ბავშვების 41%-ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს – ეროვნული კვლევა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი