ახალი ამბები

ანკარის სასამართლომ ლგბტ ღონისძიებებზე აკრძალვა გააუქმა

23 აპრილი, 2019 • 1229
ანკარის სასამართლომ ლგბტ ღონისძიებებზე აკრძალვა გააუქმა

თურქეთის დედაქალაქ ანკარის სასამართლომ ლგბტ ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა გააუქმა. აკრძალვა 2017 წელს ანკარის გუბერნატორის მიერ იყო დაწესებული.

გადაწყვეტილება მოსამართლემ გასულ კვირას გამოაცხადა. “ევრონიუსის” თურქული სამსახურის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მართლწესრიგი შეიძლება იყოს დაცული არა აკრძალვით, არამედ საჭირო ზომების მიღებით”.

გაზეთ “აჰვალის” ცნობით, 2017 წლის ნოემბერში ანკარის გუბერნატორის მიერ გაცემული აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად “საზოგადოებრივი მორალი” და “სოციალური მგრძნობელობა” სახელდებოდა. განმარტებით ნაწილში საუბარი იყო ტერორიზმის საფრთხესა და მისი პრევენციის საჭიროებებზეც.

შეზღუდვის  მოხსნის მოთხოვნით სასამართლოს თურქულმა ლგბტ ორგანიზაციამ, “Kaos GL”-მ მიმართა. მოსარჩლე აცხადებდა, რომ გუბერნატორის ეს ქმედება ადამიანების ძირითად თავისუფლებებს ზღუდავდა.

“შეიძლება ითქვას, სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფომ უნდა დაიცვას ლგბტი+ ადამიანების ფუნდამენტური უფლებები”, – განაცხადა ორგანიზაციამ გადაწყვეტილების გახმიანების შემდეგ.

 

არქივიდან:

აკრძალვები ლგბტ აქტივობებზე თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი