ვახტანგ ლაშქარაძე ჩინეთში საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო

18 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ჩინეთის ქალაქ ვუჟენში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის  მექანიზმის სადამფუძნებლო დოკუმენტს მოეწერა ხელი და ასევე შესაძლებლობათა განვითარების ჯგუფი (BRITACEG) დაარსდა.

აღნიშნული მექანიზმი, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნების თანამშრომლობის ახალ პლატფორმას წარმოადგენს და  საგადასახადო ადმინისტრაციების  თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

 მექანიზმის დამფუძნებელ წევრებად საქართველოსთან ერთად,  ისეთი ქვეყნებიც არიან, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, სერბეთი, სლოვაკეთი, გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი და სხვა. ასევე პარტნიორ იურისდიქციად  საბერძნეთი, იტალია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სინგაპური, უკრაინა და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.

ღონისძიებას  მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ( მსოფლიო ბანკი, OECD, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, და სხვა) და ბიზნესის წარმომადგენლები ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური დაწესებულებები ესწრებოდნენ.

საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის  მექანიზმის წევრობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი