ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კარასინი: აფხაზეთის “ანექსიაზე” ქართული მხარის განხილვები საშიში სპეკულაციაა

21 ოქტომბერი, 2014 • • 1332
კარასინი: აფხაზეთის “ანექსიაზე” ქართული მხარის განხილვები საშიში სპეკულაციაა

რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ცნობით, საუბარი შეეხებოდა სამხრეთ კავკასიის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების პრობლემატიკას.


ზალბერმა, რომელმაც რეგიონი მოუნახულა, როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში წერია, თბილისში გამართული შეხვედრებისა და საუბრების შესახებ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა გრიგორი კარასინს, კერძოდ, რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი შეთანხმების შესახებ ქართული მხარის მღელვარებაზე.

 

“კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთ-აფხაზეთის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები 2008 წლის 17 სექტემბრის “დიდი” შეთანხმებისა და შემდგომი ექვსი წლის განმავლობაში 80-მდე სხვადასხვა შეთანხმების საფუძველზე ვითარდება. ამჟამინდელ პირობებში მოსკოვმა და სოხუმმა საჭიროდ ჩათვალეს ორმხრივი ურთიერთოებების სისტემატიზაცია და სამართლებრივი ჩარჩოების განახლება. ამასთან, უცვლელი რჩება თანასწორობის პრინციპები, სუვერენიტეტის ორმხრივი პატივისცემა და საშინაო საქმეებში ჩაუერევლობა, რითაც მხარები რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ ხელმძღვანელობდნენ. ქართული მხარის განხილვები აფხაზეთის “ანექსიის” შესახებ – არაკეთილსინდისეირია და საშიში სპეკულაციაა, რომელსაც შეუძლია სერიოზულად გააფუჭოს ჟენევის დისკუსიების ატმოსფერო. კარასინი იმედს გამოხატავს, რომ ევროკავშირი და დისკუსიების სხვა თანათავმჯდომარეები, რომელთა წინადადებებს რუსეთში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ძალისხმევას გამოიჩენენ, რათა მოვლენების მსგავსი განვითარება არ დაუშვან,”- წერია რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების განცხადებაში. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი