ახალი ამბებიკომენტარი

სიძულვისაგან არსად არავინ არა ვართ დაცული – მალხაზ სონღულაშვილი

22 აპრილი, 2019 • 1640
სიძულვისაგან არსად არავინ არა ვართ დაცული – მალხაზ სონღულაშვილი

მალხაზ სონღულაშვილი,  საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი შრი ლანკაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:


შრი ლანკაში  ტრაგედია იმ დროს დატრიალდა, როცა სამივე აბრაამული რელიგიისათვის მნიშვნელოვანი პერიოდი იყო:  წინა ღამეს, მუსლიმები  „ლაილათ ალ-ბარა’ათ“-ს აღნიშანავდნენ (ეს არის ღამისთევით ლოცვა). დასავლური კალენდრის ქრისტიანები – რომის კათოლიკეები, ანგლიკანები და პროტესტანტები – აღდგომას ზეიმობდნენ, ხოლო ებრაელები, პასექის დღესასწაულს.

აფეთქებილია სასტუმროები და ეკლესიები, დაღუპულია 290 ადამიანი, დაშავებულია 500-ზე მეტი.

ასე მოხშირებული ტერორისტული თავდასხმები სხვაგან კიდევ ერთხელ გვახსენებს, ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია ჯეროვნად დააფასებს  ადამიანის ღირსებასა და სიცოცხლის ხელშეუხებლობას.  ახლა კი ის უნდა ვიცოდეთ, რომ არავინ არსად დაცულები არა ვართ მსგავსი ძალადობისაგან. რელიგიური და სხვა ნიშნით ძალადობა  ხდება ყველგან: იქნება ეს ქრისტიანული ახალი ზელანდია, ბუდისტურ შრი ლანკა თუ მუსლიმური  ერაყი.

უფალმა ნათელში ამყოფოს ყველა სიძულვილის მსხვერპლი შრი ლანკაში  და ანუგეშოს  ჩვენი რომის კეთოლიკე და სხვა რელიგიების აღმსარებელი დები და ძმები, რომლებიც სიძულვილის სამიზნეებად იქცნენ შრი ლანკაში. ჩვენ  ყველგან გვჭირდება მტრობისა და სიძულვილის კედლების მოშლა.

 

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლიტი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

მასალების გადაბეჭდვის წესი