ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ელოდებიან

20 ოქტომბერი, 2014 • • 1006
ცხინვალში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ელოდებიან

“დღესვე დაგეგმილია სამუშაო ვიზიტი პრეზიდენტთან, ლეონიდ თიბილოვთან. ამასთან, ხვალ გაიმართება გაფართოებული სხდომა სამხრეთ ოსეთის მთავრობაში 2014 წლის საინვესტიციო პროგრამის რეალიზაციის საკითხებზე. სხდომის მონაწილეები გეგმავენ განიხილონ ქალაქსამშენებლო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც. ასევე დაგეგმილია 2015-2017 წლების საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის მოსამზადებელი საკითხების განხილვა,”- წერია პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

 

სამხრეთ ოსეთში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას ფინანსურად რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი