ახალი ამბები

შსს: დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიმოქმედებთ სრული სიმკაცრით

21 აპრილი, 2019 • 1021
შსს: დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ვიმოქმედებთ სრული სიმკაცრით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნებს. უწყებაში აცხადებენ, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს სრული სიმკაცრით და საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებებიც.

უწყების განცხადებით, დღეს, 21 აპრილს, პანკისის ხეობაში 5-მეგავატიანი ჰესის მშენებლობა განახლდა და უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად ადგილზე ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დილიდან მობილიზებული იყო პოლიციის შესაბამისი ძალები:

„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ, დაუშინეს ჯოხები და ქვები. დაზიანებულია პოლიციის ტექნიკა, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღეს პოლიციის თანამშრომელმა და პროტესტის მონაწილეებმა.

მოლაპარაკებების პარალელურად, პოლიციის ძალების გადაადგილებისას, ხელკეტებით და ქვებით შეიარაღებულმა პირებმა პოლიციას კვლავ გაუწიეს წინააღმდეგობა. პოლიცია იძულებული გახდა, სიტუაციის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, გამოეყენებინა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები” – აცხადებენ შსს-ში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი