Interviewsახალი ამბები

იწვის ტრაქტორი, რომლითაც ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ატარებდნენ

21 აპრილი, 2019 • 1127
იწვის ტრაქტორი, რომლითაც ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ატარებდნენ

გელა მთივლიშვილი, პანკისის სათემო რადიოს ხელმძღვანელი თავის ლაივ-ჩართვაში პანკისიდან აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებმა პანკისში დაწვეს კომპანია „ალაზანი ენერჯის“ ის ტრაქტორი, რომლითაც ჰესის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. ასევე წაუკიდეს ცეცხლი პოლიციის კიდევ ერთ მანქანას.

ამ წუთებში სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ჟურნალისტებს მოუწოდებენ, რომ ნუღარ გადავლენ იმ ტერიტორიაზე, სადაც პანკისელები არიან მობილიზებულები. მათ ეუბნებიან, რომ იმ ტერიტორიაზე ვერ დაიცავენ ჟურნალისტების უსაფრთხოებას.

გელა მთივლიშვილი პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ დაშავებულია ათობით ადამიანი, როგორც სპეცრაზმელები, ისე სამოქალაქო პირები.

პანკისის მოსახლეობასა და სპეცრაზმს შორის დაპირისპირება დღეს დილიდან დაიწყო. სპეცრაზმმა მოსახლეობის მიმართულებით ისროლა დიდი ოდენობით ცრემლსადენი გაზი. მოსახლეობა სპეცრაზმს უშენდა ქვებს.

ლაივში ისმის, რომ პოლიციელები ითხოვენ ექიმს. „არ გვყავს ექიმი, არავინ არ არის ექიმი“ – ისმის ხმები.

მთავარი ფოტო: სქრინი პანკისის სათემო რადიოს ლაივ გამოშვებიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი