ახალი ამბები

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე მუქარის ბრალდებით დააკავეს

21 აპრილი, 2019 • 1803
ჟურნალისტი ზაზა სვანაძე მუქარის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ მუქარის ბრალდებით ჟურნალისტი ზაზა სვანაძე დააკავა. ინფორმაცია  “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

სვანაძე დღეს, 20 აპრილს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ჯღარკავამ, პროკურატურას მიმართა. როგორც ჯღარკავამ “ნეტგაზეთთან” საუბრისას აღნიშნა, ზაზა სვანაძემ “ფეისბუქზე” პოსტი დაწერა, რომლითაც მის შვილს დაემუქრა.

“ეწერა, რომ ნინო ჯღარკავას შვილს ყელი უნდა გამოვღადრო, ვაანონსებ წინასწარო”, – აცხადებს ნინო ჯღარკავა. მისი თქმით, პოსტის “სქრინები” პროკურატურას წარუდგინა.

ნინო ჯღარკავას განცხადებით, ზაზა სვანაძე მის შვილს არ იცნობს და არც რაიმე შეხება ჰქონია წარსულში.

ზაზა სვანაძის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.

5 ივნისი, 2019 წ. – ამბის გაგრძელება:

ჟურნალისტი ზაზა სვანაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

მასალების გადაბეჭდვის წესი