ახალი ამბები

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ – შსს

20 აპრილი, 2019 • 1066
ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” დაყაჩაღების ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ – შსს

თბილისში, “ლიბერთი ბანკის” ვარკეთილის ფილიალში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ, დღეს, 20 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილს შეიარაღებულმა თავდამსხმელებმა ფილიალიდან 2030 ლარამდე თანხა გაიტაცეს და მიიმალნენ. მათ ასევე ზიანი მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი და საბანაძის თანახმად, არცერთი მათგანის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

შსს-ს ცნობით ერთი დაკავებული 2000 წელსაა დაბადებული, 2 კი – 1998 წელს. უწყების თანახმად, სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი