ახალი ამბები

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

20 აპრილი, 2019 • 850
პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1984 და 1991 წელს დაბადებული პირები დააკავა.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ჰეროინის შემცველი, 31 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება – ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი