ახალი ამბები

რუსთავი 2 ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

19 აპრილი, 2019 • 2292
რუსთავი 2 ლიბერთი ბანკის დაყაჩაღების კადრებს ავრცელებს [ვიდეო]

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ იჭრებიან ნიღბიანი შეიარაღებული პირები ლიბერთი ბანკის ფილიალში.

კადრებში ჩანს, რომ ნიღბიანი პირები ბანკში მყოფ მოქალაქეებს შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევენ.

ვარკეთილში “ლიბერთი ბანკის” ოფისი დღეს, 19 აპრილს დააყაჩაღეს.  რ2-ის ცნობით, ყაჩაღობისას ისმოდა სროლის ხმა და დაჭრილია ერთი ადამიანი. შსს-ში ამბობენ, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი არავინაა, თუმცა ერთ-ერთ მოქალაქეს სხეულის დაზიანება აქვს მიღებული.

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინიტრო ყაჩაღობის მუხლით იძიებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი