ახალი ამბები

უმრავლესობის 3 წევრი, ვინც მოსამართლეთა კანონს მხარი არ დაუჭირა

19 აპრილი, 2019 • 1938
უმრავლესობის 3 წევრი, ვინც მოსამართლეთა კანონს მხარი არ დაუჭირა

დღეს, 19 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტს მხარი 87-მა დეპუტატმა დაუჭირა , 31-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა ოპოზიციამ და ქართული ოცნების 3-მა დეპუტატმა.

“ოცნების” დეპუტატებს შორის, რომლებმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, არიან ბიძინა გეგიძე, ალექსანდრე ერქვანია და ლევან კობერიძე.

აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენის კენჭირსყრის შედეგები ასეთია:

ცვლილება, რომელიც კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის გატანას წინ უძღოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნება, რომელიც მმართველმა გუნდმა ნაწილობრივ გაითვალისწინა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი