ახალი ამბები

სკოლის მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ

19 აპრილი, 2019 • 895
სკოლის მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, სკოლის მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ.

მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  სურვილის შემთხვევაში, მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლის მოსწავლეები.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობა, კანცელარია და ნებისმიერი შენობა ღია იყოს ყველასთვის, განსაკუთრებით, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ჩვენი ინიციატივით წარჩინებულ მოსწავლეებს საშუალება ექნებათ აქ მოვიდნენ და დაესწრონ მთავრობის სხდომას”,-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ დღეს, 19 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომას კომაროვის სკოლის მოსწავლეები ესწრებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი