ახალი ამბები

“მე აეროზოლი ვერ დამიცავს!” – ათასი ქალის კამპანია პოლიციის მისამართით

17 ოქტომბერი, 2014 • • 1778
“მე აეროზოლი ვერ დამიცავს!” – ათასი ქალის კამპანია პოლიციის მისამართით

იდეის ავტორი თამთა მელაშვილი ამბობს, რომ ამ აქციის ადრესატია პოლიცა, რომელიც ჯეროვნად ვერ იცავს ძალადობის მსხვერპლ ქალებს.

 

“პირველ რიგში, პოლიციის მისამართით გაკეთებული აქციაა, იმის სრული გააზრებით, რომ ყველა ქალი პოტენციური მსხვერპლი ვართ, პოტენციური ჯეიხანოვა და წივწივაძე”, – ამბობს თამთა მელაშვილი.

 

აქციის მონაწილეებს სურთ, რომ კამპანიაში ათასამდე ქალი ჩაერთოს.

 

“17 ოქტომბერს ილიაუნის ლექტორი მაკა წივწივაძე ყოფილმა ქმარმა მოკლა. 2014 წელს ფემიციდის ეს 22-ე შემთხვევაა. მაკა წივწივაძემ არაერთხელ მიმართა პოლიციას დახმარებისთვის, მაგრამ უშდეგოდ. ქალი მოძალადე ქმრისგან აეროზოლით იცავდა თავს.
გვახსოვდეს, რომ არც ერთი ქალი ძალადობისგან დაცული არ ვართ.
ახსოვდეს პოლიციას, რომ მსხვერპლის დაცვა მისი მოვალეობაა! შემოგვიერთდი! გაავრცელე ეს გზავნილი მეგობრებში.
ათასი ხმა ძალადობის წინააღმდეგ!”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

 

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მე აეროზოლი ვერ დამიცავს
მე აეროზოლი ვერ დამიცავს

მასალების გადაბეჭდვის წესი