ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი შეხვედრაზე პუტინს საქართველოზეც ესაუბრა

19 აპრილი, 2019 • 1328
ესტონეთის პრეზიდენტი შეხვედრაზე პუტინს საქართველოზეც ესაუბრა

ესტონეთის და რუსეთის პრეზიდენტებმა საქართველოსა და უკრაინაზე ისაუბრეს.  როგორც ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ “კომერსანტთან” ინტერვიუს დროს განაცხადა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და, რა თქმა უნდა, სრულად უჭერს მხარს სანქციების ევორპულ მექანიზმს, ისევე როგორც უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას:

“საქართველოს ახლა ახალი პრეზიდენტი ჰყავს და განვიხილავთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია. ამასთანავე, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია, რის შესახებაც აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე.

მე არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით, პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე როგორც ჩემი თანამოსაუბრე” – უთხრა ესტონეთის პრეზიდენტმა “კომერსანტს“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი