გარეოს ბავშვთა ფონდმა (Unicef-მა) მილიარდერების, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის დახმარებით, წამოიწყო კამპანია იმუნიზაციის ხელშესაწყობად.
ამ კამპანიის ფარგლებში სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ თითო პოსტზე, რომელსაც თან ერთვის ჰეშთეგი #VaccinesWork, ანუ „ვაქცინაცია მუშაობს“, გეითსების ფონდი თითო დოლარს გადაურიცხავს იუნისეფს.
გეითსების ფონდი, ჯამში, 1 მილიონი აშშ დოლარის გადარიცხვას აპირებს. კამპანიის მიზანია, მსოფლიოში ყველა ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი ვაქცინებზე, რაც მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის აუცილებელია.
ორგანიზაციები ყველას მოუწოდებენ, შეიტანონ წვლილი ამ კამპანიაში და საჯაროდ გააზიარონ პოსტები ჰეშთეგით #VaccinesWork.
გაეროს თანახმად, ვაქცინები ყოველწლიურად 3 მილიონ ადამიანს ეხმარება სიცოცხლის შენარჩუნებაში. ვაქცინები იცავს ბავშვებს პოტენციურად მომაკვდინებელი, ინფექციური დაავადებებისგან, როგორიცაა წითელა, პნევმონია, ქოლერა, დიფტერია და ა.შ.
გირჩევთ ასევე: