ახალი ამბები

ფოთთან ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

19 აპრილი, 2019 • 2450
ფოთთან ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

18 აპრილს ფოთთან ახლოს ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე შეეწირა. შსს-ში განგვიცხადეს, რომ საქმეში ორი ავტომობილი ფიგურირებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არის ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი