ახალი ამბებიკომენტარისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ქართველებსა და ოსებს შორის სიძულვილი მუდმივად ვერ გაგრძელდება – დინა ალბოროვა

19 აპრილი, 2019 • 2774
ქართველებსა და ოსებს შორის სიძულვილი მუდმივად ვერ გაგრძელდება – დინა ალბოროვა

დინა ალბოროვა, სამოქალაქო აქტივისტი, პოლიტოლოგი, ცხინვალი


დღეს მოლაპარაკებათა ისეთმა ფორმატებმა, მაგალითად, როგორიცაა “ჟენევის დისკუსიები”, განსაკუთრებულ პროგრესს ვერ მიაღწია, დანარჩენი სივრცეები სამოქალაქო საზოგადოების დონეზე ან დახურულია, ან ნახევრად ოფიციალურია და აფიშირებული არ არის.

შეზღუდული გადაადგილების ფონზე დღეს ქართველებსა და ოსებს შორის რაიმე ტიპის ურთიერთობის განვითარებაზე, სახალხო დიპლომატიის დონეზეც კი, საუბარი არ არის.

პერსპექტივაში, რასაკვირველია, ჩვენ შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას ვხედავ იმიტომ, რომ საომარი მდგომარეობა და სიძულვილი მუდმივად ვერ გაგრძელდება, ცხოვრება სულ ერთ ტალღაზე ვერ იმოძრავებს.

პირველი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს – სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისა და არსებული სიტუაციის აღიარებაა. მეორე, რა თქმა უნდა, ორივე მხარის პოლიტიკური ნებაა,  მესამე კი – საქართველომ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მისცეს იმ მოვლენებს, რომლებიც საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის იყო.

მხოლოდ ამის შემდეგ, იმისგან დამოუკიდებლად, რა შეფასებას მისცემს საქართველო ამ ყველაფერს, შეიძლება საუბარი დათბობაზე ან პირიქით. სხვა საკითხია,  რამდენად არის მზად სამხრეთ ოსეთი, მიიღოს და აპატიოს.

ეს პროცესი იქნება რთული, მაგრამ მსოფლიოში არსებობს რეჟიმები, რომლებიც გაასამართლეს, და ვინ გაასამართლა გამსახურდია-სააკაშვილის რეჟიმები?!

რა თქმა უნდა, დაზარალებული არიან ქართული მხრიდანაც, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ და მივჩქმალოთ ეს ფაქტებიც.

მნიშვნელოვანია, ერთმანეთის გაგებისა და მოსმენის ნება გვქონდეს. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია.

სამწუხაროდ, ყველა საკითხი პოლიტიკურ სივრცეში გადადის. დღეს ჩვენ სხვა, ახალ რეალობაში ვცხოვრობთ, თუმცა ყველაფერს ძველი ხედვით ვუყურებთ, არაპროდუქტიულად. დიალოგი ახალი რეალობისა და თანამედროვეობის გათვალისწინებით უნდა წარიმართოს.

გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


მასალების გადაბეჭდვის წესი