ახალი ამბები

დღიური ულიმიტო ინტერნეტი 5 ლარად – ახალი ინტერნეტ-პაკეტი ჯეოსელისგან

19 აპრილი, 2019 • 8301
დღიური ულიმიტო ინტერნეტი 5 ლარად – ახალი ინტერნეტ-პაკეტი ჯეოსელისგან

20 მაისიდან კომპანია „სილქნეტი“ აბონენტებს განახლებულ პაკეტებს შესთავაზებს. მაისიდან მობილურ ინტერნეტზე ახალი პროდუქტი შემოდის, “ულიმიტო დღიურის” შეძენა მომხმარებელს 5 ლარად შეეძლება და 24 საათის განმავლობაში ინტერნეტს ულიმიტოდ მიიღებს.

სილქნეტში აცხადებენ, რომ განახლებული პირობებით აბონენტები მობილურ ინტერნეტს 15 %-ით უფრო იაფად შეიძენენ.

განახლებული ინტერნეტის პაკეტები

მოქმედი მობილური ინტერნეტ-პაკეტები

  • 500 მბ – 3 ლარი
  • 1.2 გბ – 5 ლარი
  • 2 გბ – 7 ლარი
  • 4 გბ – 10 ლარი
  • 6 გბ – 15 ლარი
  • 15 გბ – 30 ლარი

20 მაისიდან ახალი პაკეტი „მეტი S+“  შემოდის, რომლის ღირებულება 8 ლარია.  „მეტი S+“-ის აბონენტები  30 წუთის სასაუბრო დროს, 200 მბ ინტერნეტსა და 900  სმს-ს მიიღებენ.

რაც შეეხება პაკეტ M-ის მომხმარებლებს, მათ იმავე ფასად მობილური ინტერნეტის მეგაბაიტები გაეზრდებათ (700 მბ ინტერნეტ მოცულობა, ნაცვლად 300 მბ), ასევე, უსასრულო სმს მომსახურებას (ნაცვლად 1000 სმს) მიიღებენ.

ჯეოსელის პაკეტი „მეტი უსასრულო“ იმავე პირობებით რჩება ძალაში და 25 ლარი ეღირება.  სილქნეტის ინფორმაციით, თბილისსა და რეგიონში ოპტიკური ინტერნეტი იაფდება და აბონენტები  20 მბ/წმ ფიქსირებულ ინტერნეტს 35 ლარის ნაცვლად 30 ლარად შეიძენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი