ახალი ამბებისამართალი

კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი დააკავეს

19 აპრილი, 2019 • 1163
კომერციული მოსყიდვის ბრალდებით საქართველოს რკინიგზის 2 თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს ს/ს “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, რომლებსაც ევალებოდათ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ზედამხედველობა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, კომპანიის დირექტორს შესრულებული სამუშაოების საფასურად მიღებული თანხიდან ე.წ. ატკატის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 2 440 ლარი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი