ახალი ამბებისაზოგადოება

ამ ბავშვს წითელა აქვს ვაქცინის მოწინააღმდეგეების გამო – CNN

19 აპრილი, 2019 • 3002
ამ ბავშვს წითელა აქვს ვაქცინის მოწინააღმდეგეების გამო – CNN

ამ ბავშვს წითელა აქვს ვაქცინის მოწინააღმდეგეების გამო- ამ სათაურით აქვეყნებს სიენენი წითელათი ინფიცირებული 8 თვის ბავშვის ვიდეოს და ისტორიას.

ისტორიის მიხედვით, სუკენიკს, ბავშვის დედას სჯერა ვაქცინაციის . ამიტომაც მისი ოთხივე შვილი აცრილია ვაქცინაციის კალენდრის მიხედვით. სწორედ ამიტომაც არის გაბრაზებული, რომ მის პატარას წითელა შეეყარა. 8 თვის შირა ჯერ მეტისმეტად პატარაა ვაქცინაციისთვის, ამიტომაც ვირუსმა მისი მდგომარეობა გაართულა და საავადმყოფოში მოათავსეს.  

ინფექციონისტები თვლიან, რომ მიზეზი ნათელია – ვაქცინის მოწინააღმდეგენი.

“აშშ-შიც და ისრაელშიც, ორივე ქვეყანაში, სადაც სუკენიკი თავის შვილებთან ერთად ცხოვრობს, წითელა გავრცელდა იმ ადამიანების გამო, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე. ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი პატარებისთვის წითელას გავრცელების წყაროს წარმოადგენენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობლებს სურთ თავიანთი პატარების აცრა წითელაზე. პირველი ვაქცინაცია ერთ წლამდე არ ხდება”, – წერს სიენენი.

“ გაბრაზებული და ფრუსტრირებული ვარ”, – ამბობს სუკენიკი სიენენთან, -ფეისბუკზე ვაქცინის მოწინაარმდეგეებს მივწერე: “თქვენ ვნებთ ჩვენს ბავშვებს თქვენი არჩევანის გამო”.  

სუკენიკის პოსტს ფეისბუკზე, რომელიც დეკემბერში გამოაქვეყნა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიმართა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

“ ვისაუბროთ იმ ადამიანების არჩევანის თავისუფლებაზე, რომლებსაც სჯერათ, რომ ვაქცინაცია სატანურია და ბოროტების წყარო. მათ აქვთ უფლება, რაც უნდათ, იმის სჯეროდეთ, მაგრამ ჩვენ უნდა ვისაუბროთ საფასურზე, რომელსაც სხვები იხდიან ამისთვის”.

სუკენიკი მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის მოწინააღმდეგენი ან იზოლირებული უნდა იყვნენ, ან რაიმე ნიშანი უნდა ჰქონდეთ, რომ  ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან. შემდეგ კი მისი გადასაწყვეტია, რას აირჩევს-ითამაშოს მისმა შვილმა ვაქცინის მოწინააღმდეგეების შვილებთან, თუ არა.

ამ ისტორიას სიენენი ჰყვება ბოლო პერიოდში აშშ-ში წითელას გახშირებული შემთხვევევის გამო  და სპეციალისტებზე  დაყრდნობით ინფექციის საფრთხეების შესახებ წერს.


საქართველოში კი წითელას ეპიდაფეთქებაა – ამის შესახებ იანვარში ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაზე პრობლემურია 20-დან 40 წლამდე ადამიანთა ასაკობრივი ჯგუფი. მან მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი