ახალი ამბები

ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

18 აპრილი, 2019 • 836
ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს

18 აპრილს ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.

როგორც შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

28 წლის მამაკაცს, რომელიც  ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ამჟამად ოპერაცია ზუგდიდის საავადმყოფოში უტარდება.

ამის შესახებ რუსთავი 2-ს განუცხადეს ზუგდიდის საავადმყოფოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი