ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთთან შეთანხმების პროექტის მოსამზადებლად აფხაზეთში სამუშაო ჯგუფი შექმნეს

17 ოქტომბერი, 2014 • • 1158
რუსეთთან შეთანხმების პროექტის მოსამზადებლად აფხაზეთში სამუშაო ჯგუფი შექმნეს

როგორც გამოცემა აპსნიპრესი წერს, უახლოეს მომავალში აფხაზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტის მიერ ფორმულირებული წინადადებები გაეგზავნება. 

 

რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთს შორის ინტეგრაციისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა. შეთანხმება სხვადასხვა საკითხთან ერთად ითვალისწინებს აფხაზეთის საზღვრების ერთობლივად დაცვას და ერთობლივი სამხედრო შენაერთების შექმნას. შეიარაღებული აგრესიის შემთხვევაში კი, მხარეები ვალდებული იქნებიან ერთმანეთს სამხედრო დახმარება აღმოუჩინონ. 


“პასუხებზე მეტი კითხვებია. ბევრ პუნქტში საუბარია სუვერენიტეტის დაკარგვაზე,”- ასე შეაფასა აფხაზეთის პარლამენტის სპიკერმა, ვალერი ბგანბამ რუსეთ-აფხაზეთის ახალი შეთანხმების პროექტი. 

 

 შეთანხმების რუსულ პროექტზე ნეგატიური შეფასებები საქართველოს ხელისუფლებაშიც გაკეთდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი