ახალი ამბები

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა აქციის ფონზე დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

17 ოქტომბერი, 2014 • • 1474
ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა აქციის ფონზე დაიწყო [ფოტო/ვიდეო]

სასამართლო პროცესი 11 საათზე დაიწყო. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მოსამართლეთა ჩვენებები ნავთლუღის საქმეში არის სუსტი და წინააღმდეგობრივი. სასამართლო პროცეზე იმყოფება ბრალდებული ბაჩო ახალაიაც. დღევანდელი სხდომა არის დასკვნითი, რომელზეც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იმართება აქცია, რომელზეც მისული არიან “პატრიოტთა ალიანსი” და “პოლიტპატიმრების სტატუსით” გათავისუფლებული ადამიანები. ისინი არ ენდობიან მოსამართლეს, რომელიც იხილავს სასამართლოს.

ისინი მოითხოვენ, რომ ბრალდების მხარის დასკვნა არის მტკიცებულებებით გამყარებული, რომ 2006 წლიან იანვარში ნავთლუღში მოკლეს 3 ახალგაზრდა. აქციის მონაწილეებმა აქცია თავდაპირველად სასამართლოს ეზოში გამართეს, თუმცა, რადგანაც სასმაართლოს ტერიტორიაზე არ შეიცლება აქციის გამართვა, მათ ეზო დაატოვებინეს. სასამართლოს ეზოში მობილიზებულია პოლიცია.

ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებული არიან ბაჩო ახალაია და მეგის ქარდვა. საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები,  ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის, დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთას.

აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

მასალების გადაბეჭდვის წესი