ბიბილოვი: რუსეთთან გასაერთიანებლად სამხრეთ ოსეთმა ყირიმის გზა უნდა გაიაროს

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ყირიმის გზა უნდა გაიაროს რუსეთთან გასაერთიანებლად”, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთოს დე ფაქტო ლიდერმა ჟურნალისტებთან იალტის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში.

“ჩვენი ხალხი მშობლიურ წიაღში დაბრუნებული ყირიმის გამო გახარებულია. 1990- იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ,სამხრეთ ოსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთის შემადგენლობაში შევიდეს, იმ მოტივით, რომ ოსი ხალხი განუყოფელია. ვფიქრობ, ყირიმის გავლილ გზას სამხრეთ ოსეთიც გაივლის”.

რუსეთთან შეერთების იდეაზე და აღნიშნულ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობაზე ბიბილოვი ხშირად საუბრობს, განსაკუთრებით, წინასაარჩევნოდ. ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა ამ მხრივ, არ არის ცალსახა.

რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

რუსეთთან შეერთების საკითხზე 2014 წელს ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს უკანონოდ ცნობს საერთაშორისო საზოგადოება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი