ახალი ამბები

ნოტრ-დამის აღდგენისთვის დისნეი $5 მილიონს გაიღებს

18 აპრილი, 2019 • 1715
ნოტრ-დამის აღდგენისთვის დისნეი $5 მილიონს გაიღებს

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დისნეი 5 მილიონ დოლარს გაიღებს. 850-წლიანი კათედრალის აღდგენაში მონაწილეობაზე თავად დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.

ბობ იგერმა ნოტრ-დამს შეუცვლელი არქიტექტორული შედევრი უწოდა, რომელიც საუკუნეების მანძილზე  არის საფრანგეთის სული და იმედის შუქურა. საფრანგეთის კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაძრის აღდგენისთვის 900 მლნ აშშ დოლარია შეგროვილი.

დისნეიმ ვიქტორ ჰიუგოს რომანის, პარიზის ღვთისმშრობლის ტაძარის მიხედვით 1996 წელს ანიმაციური ფილმი გადაიღო. CNN წერს, რომ ხანძრის პერიოდში სოციალურ მედიაში უამრავი ადამიანი აზირებდა ფოტოს, სადაც ანიმაციური ფილმის ერთ-ერთ მთავრ გმირს, კვაზიმოდოს ნოტრ-დამი ჩახუტებული აქვს.

 850 წლის გოთიკური ტაძრის აღდგენის პროცესში UNESCO ჩაერთვება. ორგანიზაციას ტაძარი 1991 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში ჰყავს შეყვანილი. UNESCO-ს გენერალური მდივანის თქმით, მზად არიან პარიზში ექსპერტების ჯგუფი გაგზავნონ.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი კოშკურაც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძრის შედეგად პოლიციის ორი ოფიციერი და ერთი მეხანძრე დაშავდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ხანძრით დაზარალებული პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად კამპანიის დაწყება და ფონდის გახსნა დააანონსა. მალევე ცნობილი გახდა, რომ  ბიზნესმენი ფრანც-ჰენრი პინოს ოჯახი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი