ახალი ამბები

ანკარაში 4 ქართველს გაქურდულ ბინაში დარჩენილი ორცხობილით მიაგნეს და დაიჭირეს

18 აპრილი, 2019 • 1521
ანკარაში 4 ქართველს გაქურდულ ბინაში დარჩენილი ორცხობილით მიაგნეს და დაიჭირეს

თურქული მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. როგორც თურქი პოლიციელები აცხადებენ, ბრალდებულები ანკარის ელიტარულ საცხოვრებელ სახლებში იპარებოდნენ და ძვირფას ნივთებს იპარავდნენ.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ერთ-ერთი სახლის გაქურდვისას ქურდებს სახლში დარჩათ ახლომდებარე მაღაზიაში ნაყიდი ორცხობილა. სამართალდამცავები სწორედ ამ ორცხობილის კვალს მიჰყვნენ და იმ მაღაზიის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები გაშიფრეს, სადაც ეს ორცხობილა იყო ნაყიდი.

პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ნაქურდალი ნივთები ამოიღო, მათ შორის, საათები, კომპიუტერები, ოქროს სამკაულები და ფული.

მასალების გადაბეჭდვის წესი