ახალი ამბები

ქრთამის აღების ბრალდებით გლდანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

18 აპრილი, 2019 • 803
ქრთამის აღების ბრალდებით გლდანის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გლდანის რაიონის გამგეობის მუხიანის საუბნო განყოფილების მთავარი სპეციალისტი ზვიად დ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ზვიად დ. თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, საქართველოს მოქალაქეს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებაში და შესრულებული სამუშაოების ჩაბარებაში დაეხმარა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა და ეტაპობრივად გამოართვა 1700 ლარი.

გამოძიება ქრთამის აღების ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო.

მასალების გადაბეჭდვის წესი