ახალი ამბები

მადეირაში ავტობუსი გზიდან გადავარდა, შემთხვევას 28 ადამიანი ემსხვერპლა

18 აპრილი, 2019 • 656
მადეირაში ავტობუსი გზიდან გადავარდა, შემთხვევას 28 ადამიანი ემსხვერპლა

მადეირაში, ქალაქ კანისუსთან ავტობუსი გზიდან გადავარდა. შემთხვევას, სულ მცირე, 28 ადამიანი ემსხვერპლა, 22 კი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, ავტობუსს ძირითადად ტურისტები გადაჰყავდა.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 18:30 საათზე მოხდა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. დაშავებულები სასწრაფომ მადეირას დედაქალაქის – ფუნშალის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი