ახალი ამბები

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა თავი დაკავებამდე მოიკლა

18 აპრილი, 2019 • 1000
პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა თავი დაკავებამდე მოიკლა

პერუს ყოფილმა პრეზიდენტმა, ალან გარსიამ თავი ცეცხლსასროლი იარაღი მოიკლა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც გარსიას სახლში სამართალდამცველები მის დასაკავებლად მივიდნენ. გარსიას ბრალად ქრთამის აღება ედებოდა.

გარსია საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის პერუს პრეზიდენტი ორჯერ იყო, პირველად 1985- 1990 წლებში, ხოლო მეორედ- 2006-2011 წლებში.

ალან გარსიას ბრაზილიურ კომპანია Odebrecht-თან გარიგებისა და ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ. ამ ბრალდებებს ის უარყოფდა.

BBC წერს, რომ გარსიას სახლში სამართალდამცველების მისვლის შემდეგ მან რამდენიმე წუთი ითხოვა, რათა, მისი თქმით, სატელეფონო ზარი განეხორციელებინა. რამდენიმე წუთში პოლიციელებმა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა გაიგონეს, ხოლო თავად გარსია იარაღით ხელში სკამზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი