ახალი ამბები

მყინვარწვერის ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

16 ოქტომბერი, 2014 • • 2112
მყინვარწვერის ტერიტორიიდან 9 ტონა ნაგავი გაიტანეს

უწყების ინფორმაციით, ზღვის დონიდან 3653 მეტრზე 9 ტონა  ნაგავი მოგროვდა. 

 

“ნარჩენები მყინვარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გაიტანეს. უკანასკნელად  მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია 2004 წელს დაასუფთავეს. ყოველწლიურად მყინვარწვერს ათასობით როგორც მოყვარული, ასევე პროფესიონალი მთასვლელი სტუმრობს. მარტო ბეთლემის ქოხში 3 ათასზე მეტი უცხოელი სტუმროს. მყინვარწვერიდან ნარჩენების გატანა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დასუფთავების ყოველთვიური აქციის ფარგლებში განხორციელდა. აქციაში მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის ქოხის თანამშრომლები და  ადგილობრივი მოსახლეობა მონაწილეობდა,”- წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი