ახალი ამბები

“დახმარება გვჭირდება” – ქალების თქმით, საქართველოში საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ

17 აპრილი, 2019 • 1607
“დახმარება გვჭირდება” – ქალების თქმით, საქართველოში საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ

სოციალურ ქსელში ორი დის ვიდეო გავრცელდა, სადაც ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში  გამოიქცნენ და აქ საფრთხე ემუქრებათ.

მათი თქმით, თავშესაფრის მიღება სურთ, რადგან საუდის არაბეთმა პასპორტის მოქმედება შეუჩერა.

“ჩვენი ვართ დები მაჰა და ვაფა საუდის არაბეთიდან. საფრთხეში ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა სხვებს მივაწვდინოთ. ჩვენ გჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ დაგვეხმარეთ. ახლა საქართველოში ვიმყოფებით.”

მათივე თქმით, მამა და ძმა უკვე საქართველოში არიან და ეძებენ. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი და ამბობს, ოჯახში ცუდად ექცეოდნენ, ხოლო საუდის არაბეთში არსებული კანონები მათ ფაქტობრივად არ იცავს. ისინი UNHCR-ს  დახმარებას სთხოვს.

 

ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებაში აცხადებენ, რომ ქალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტისთვის თავშესაფრის მოთხოვნით არ მიუმართავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი