ახალი ამბებირეკლამა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსი პედაგოგებისთვის

17 აპრილი, 2019 • 2165
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსი პედაგოგებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის, პრესტიჟის ზრდის, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენისა და საზოგადოებისათვის საუკეთესო მასწავლებლების წარდგენის მიზნით, ატარებს ყოველწლიურ კონკურსებს.

2019 წლის საუკეთესო მასწავლებლის გამოსავლენად ცხადდება კონკურსები:

[checklist]

  • 2019 წლის ბიოლოგიის საუკეთესო მასწავლებელი;
  • 2019 წლის ბუნებისმეტყველების საუკეთესი მასწავლებელი;
  • 2019 წლის გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებელი.

[/checklist]

თითოეული კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება ერთი გამარჯვებული.
კონკურსებში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, ასაკისა და პედაგოგიური სტაჟის მიუხედავად.
კონკურსში მონაწილეობა ნაბაყოფლობითია და პედაგოგი თვითონ წარადგენს საკუთარ თავს კანდიდატად.

რეგისტრაციის ვადა: 2019 წლის 3 აპრილიდან – 24 აპრილის ჩათვლით.

კონკურსში გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

[checklist]

  • საგნის და მისი სწავლების ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა – რაც გამოვლინდება წერილობით (მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შემოწმება) და ზეპირად (ვიდეოჩანაწერი) წარმოდგენილი „ჩემი პედაგოგიური კრედოს“ საშუალებით, ასევე, მასწავლებლის მიერ ჩატარებულ გაკვეთილებზე დასწრებით;
  • შემოქმედებითი უნარების დემონსტრირება – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მიერ გამოქვეყნებული მასალებით (წერილები, მეთოდური და სასწავლო ლიტერატურა, ბლოგი);
  • მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა – რაც დადასტურდება მოსწავლეების ქცევის, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების ამსახველი მასალით;
  • სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება – რაც დადასტურდება გაკვეთილზე დასწრებით და სხვა გაკვეთილების გეგმების გაცნობით;
  •  ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების სწავლება – რაც გამოვლინდება ეთნიკური, კულტურული, რელიგიური განსხვავებულობის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულებით;
  • საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა – რაც გამოვლინდება მასწავლებლის მონაწილეობით სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაციით და აღიარებით თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.
  • პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება – რაც დადასტურდება მასწავლებლის მუდმივი ზრუნვით როგორც საკუთარ, ისე კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე (ჩართულობა პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობაში; პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა; დამწყები და მომავალი მასწავლებლების მხარდაჭერა კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით; სხვა სახის საქმიანობა პროფესიის პოპულარიზაციის მიმართულებით).
  • სამომავლო განვითარების გეგმები – რაც გამოვლინდება სამომავლო გეგმების შეფასებით, თანმიმდევრულობისა და მრავალფეროვნების მიხედვით.

[/checklist]
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს :
https://docs.google.com/forms/d/1O4n2qt3B3NL2_ffXYa5rB0ECqJr4pbJoYHkNY8at4Ac/viewform?fbclid=IwAR1XEWZIbWbLXtH1VG_9HaaBbD7qqdcvezYkn6O_oICBu-fgUYojVZyElDc&edit_requested=true

საკონკურსო აპლიკაციებში ყველა ველის შევსება სავალდებულოა. წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე გამოეთიშება კონკურსს.

საკონკურსო ვიდეოები (მაქსიმუმ 5წთ. ხანგრძლივობის) გთხოვთ, გადმოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: sauketesomastsavlebeli@gmail.com

მასალების გადაბეჭდვის წესი