ახალი ამბები

შენობით მიმართვის შემდეგ, კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო [ვიდეო]

17 აპრილი, 2019 • 1388
შენობით მიმართვის შემდეგ, კობახიძემ ბესელიას მიკროფონი გამოურთო [ვიდეო]

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეთა არჩევის წესის შესახებ უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი მეორე მოსმენით უნდა განიხილონ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ეკა ბესელიამ იკამათეს.

“ვაპირებდი ძალიან უწყინარი განცხადების გაკეთებას პროცედურასთან დაკავშირებით. მინდოდა მეკითხა, როდის ატარებთ დაპირებულ ბიუროს სხდომას. ამ კითხვას ძალაში ვტოვებ, მაგრამ ისე იქცევით… ერთი წუთი ყურადღებით, ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ მხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ცოტა ახლოს მოვიდე”, – მიმართა ბესელიამ კობახიძემ.

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გამოურთო, რადგან ბესელიამ შენობით მიმართა.

“პარლამენტის თავმჯდომარეს თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს და შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მოგცემთ ხოლმე სიტყვას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამის შემდეგ ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარესთან სპიკერატში ავიდა, მან კი მანდატურის სამსახურს მოუწოდა, ბესელიას ეთიკის დაცვა სთხოვოს.

“ხომ არ შეგეშინდა? სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი”, – მიმართა ბესელიამ კობახიძეს. “შიში თქვენკენ მოიკითხეთ”, – აღნიშნა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი