ახალი ამბები

ბაჩიაშვილმა შესაძლოა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს

17 აპრილი, 2019 • 1718
ბაჩიაშვილმა შესაძლოა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის პოსტი დატოვოს

თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ნეტგაზეთს ფონდის პრესსამსახურში უთხრეს, რომ რამდენიმე თვის წინ ფონდში სტრუქტურული ცვლილებები დაიწყო.

ნეტგაზეთის  კითხვაზე, ცვლილებების შემდეგ, იქნება თუ არა ფონდის ხელმძღვანელი ბაჩიაშვილი, პრესსამსახურში გვითხრეს, რომ შესაძლოა – არა.

“ამ ეტაპზე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ფონდში სტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. გიორგი ბაჩიაშვილი ამჟამად თავის პოზიციაზე რჩება და ცვლილებების შემდეგაც ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გუნდში დარჩება,”-აცხადებენ ფონდში.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წელს. გიორგი ბაჩიაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ თანაინვესტირების ფონდში ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია ფონდის მთლიანი კაპიტალის  15 პროცენტია, ხოლო დანარჩენი ინვესტორების მიერ  განხორციელებული ინვესტიციის რაოდენობა არ ხმაურდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი