ახალი ამბები

კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება – მერის მოადგილე

17 აპრილი, 2019 • 1081
კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება – მერის მოადგილე

თბილისის მერიის ინფორმაციით, კუს ტბა მთაწმინდას საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო GIZ-ს დაფინანსებით ხორციელდება.

“სატყეო კვლევების საფუძველზე, მათ გამოგვიყვეს გრანტი, რამდენიმე დღეში უკვე მემორანდუმიც გაფორმდება. წლის ბოლომდე მოეწყობა დაახლოებით ექვსკილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ამ ბილიკებზე მოეწყობა დასასვენებელი ადგილები. ეს პროექტი ძალიან მიმზიდველი იქნება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამასთან,  20 ჰექტრამდე ტყის აღდგენის ღონისძიებები ჩატარდება, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ბითაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი