ახალი ამბები

აპლიკაციის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობა 2021 წლამდე შეეძლებათ

17 აპრილი, 2019 • 795
აპლიკაციის ტაქსებს მარჯვენასაჭიანი მანქანებით მუშაობა 2021 წლამდე შეეძლებათ

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია თანახმაა “ბ” კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაუშვას, თუმცა ეს იქნება დროებით, 2021 წლის იანვრამდე. კალაძე განმარტავს, რომ ამის შემდეგ მარჟვენასაჭიანი ტაქსები “ბ” კატეგორიაშიც აიკრძალება.

“ტაქსის მძღოლების საინიციატოვო ჯგუფებთან შეხვედრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება მარჯვენასაჭიანებთან დაკავშირებით. მათ აგვიხსნეს, რომ ერთი წელი, რომელიც ჰქონდათ, საკმარისი არ იყო მარჯვენასაჭიანი მანქანების შესაცვლელად. მათ გვთხოვეს, რომ “ბ” კატეგორიაში მარჯვენასაჭიანი ტაქსები დაშვებული იყოს, რაზეც დავთანხმდით,”-აცხადებს კალაძე.

11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ტაქსებს თეთრად გადაღებვას აღარ მოსთხოვს და ალტერნატივის სახით სთავაზობს მანქანებზე თეთრი ფერის ფირის გადაკვრას. მერის მოადგილე ილია ელოშვილის თქმით, ფირის გადაკვრის ხარჯებსაც სარეკლამო კომპანია დაფარავს, სანაცვლოდ კი ტაქსები 2 წლის განმავლობაში მისი რეკლამით იმოძრავებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი