ახალი ამბები

ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის მითითება – მერიის განმარტება სოფრომაძის ბრალდებაზე

16 აპრილი, 2019 • 1288
ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის მითითება – მერიის განმარტება სოფრომაძის ბრალდებაზე

ფრესკოს დამფუძნებლის ბრალდებას იმის შესახებ, რომ თბილისის მერიიდან ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწის შესყიდვა ურჩიეს, მერის მოადგილე მაია ბითაძე პასუხობს.

თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, როდესაც ხდება გარკვეული უბნის თუ ტერიტორიის ფორმირება/მოწესრიგება, ხშირად იყენებენ პრაქტიკაში ამგვარ რეკომენდაციას:

“შეუსაბამო ნაკვეთებთან დაკავშირებით ვთხოვთ განმცხადებელს, იქნებ ეს ტერიტორიებიც დააგეგმაროს, რათა არ დარჩეს დაუგეგმარებელი, რაც ხშირად გვხდება ამ ქალაქში და ამახინჯებს თბილისის იერსახეს. ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის მითითება, რასაც რეგულარულად გავცემთ განაშენიანების გეგმის ფარგლებში, სადაც ასეთი ობიექტებია, რათა არ დარჩეს ისინი დაგეგმარების მიღმა. სივრცითი მოწყობის კანონმდებლობა სწორედ ამას ითვალისწინებს, რომ დაგეგმარება მოხდეს სწორად, რადგან არ დარჩეს გაუნაშენიანებელი ტერიტორია, რაზეც განაცხადია შემოსული”.

მაია ბითაძის განცხადებით, ეს არის რეგულარული პროცესი, როდესაც ქალაქგეგმარება ხდება და მერია ითხოვს უბნის მოწესრიგებას.

“ასე რომ, ძალიან უხერხულია ბატონი ვასილის მხრიდან ასეთი ბრალდებები და მას და მის იურისტებს მოვუწოდებთ, კარგად გაერკვნენ კანონმდებლობაში”, – განაცხადა მერის მოადგილემ.

ფრესკოს დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე თბილისის მერიას ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, წერეთლის გამზირზე “ფრესკოს” ახალი მაღაზიის გახსნა სურდა, მერიიდან კი ოფიციალური წერილით ურჩიეს, ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ნათესავის მიწა ეყიდა.

ვრცლად:

მერიიდან მირჩიეს, ქალაქის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ნათესავის მიწა მეყიდა – სოფრომაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი