ახალი ამბები

მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ – შსს

16 აპრილი, 2019 • 2754
მოპედების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოპედების დარეგულირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც ამ სატრანსპორტო საშუალების მძღოლებს მართვის მოწმობა დასჭირდებათ. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ტელეიმედის ეთერში ისაუბრა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოპედები საგზაო მოძრაობის აქტიური მონაწილეები არიან, არანაირი რეგულირების სამართლებრივ ჩარჩოში არ არიან ჩართული, რაც საკმაოდ ბევრ პრობლემას ქმნის:

ფაქტობრივად, რაღაც ძრავის გარკვეულ მოცულობამდე მოპედი საერთოდ არც ითვლება მექანიკურ ავტოსანტრანსპორტო საშუალებად. თუმცაღა, სამწუხაროდ, ეს სამართლებრივი სივრცე იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაც გადახვევები გავაკეთოთ და ქალაქში უკვე ყოველგვარი კონტროლის გარეშე დადიან ისეთი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც საკმაოდ დიდი მოცულობის ძრავი აქვთ და საკმაოდ დიდი სიჩქარის განვითარების შესაძლებლობა გააჩნიათ. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, მოვახდინოთ რეგისტრაცია ამ სატრანსპორტო საშუალებების იმიტომ, რომ ისინი არიან საგზაო მოძრაობის მონაწილეები”.

ნინო ჯავახიძის თქმით, ვინაიდან მოპედებზე არანაირი რეგულაცია არსებობს და მას არ სჭირდება მართვის მოწმობა, შესაძლოა, საჭესთან არასრულწლოვანიც იჯდეს.

გარდა ამისა, როგორც შს მინისტრის მოადგილე ამბობს, მოპედები გადაადგილდებიან გზის ისეთ სავალ ნაწილში/ზოლში, რომელშიც არ უნდა გადაადგილდებოდნენ: “ეს არის ის ნაწილი, რომლის მოწესრიგებაც ჩვენ გვინდა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი