ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

15 ოქტომბერი, 2014 • • 1288
აფხაზეთის ახალი მინისტრთა კაბინეტი

ხაჯიმბას განკარგულების საფუძველზე თავდაცვის მინისტრად – მირაბ ქიშმარია, შინაგან საქმეთა მინისტრად – რაულ ლოლუა, სოფლის მეურნეობის მინისტრად – რაფიკ ოტირბა, ეკონომიკის მინისტრად ნიკოლაი აჩბა, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის მინისტრად – ადგურ კაკობა, კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მინისტრად – ელვირა არსალია და ჯანდაცვის მინისტრად დავით გუნბა დაინიშნა. 

 

მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილმა დაკავებული თანამდებობა შეინარჩუნა. 


დღესვე ცნობილი გახდა აფხაზეთის ვიცეპრემიერების ვინაობაც – შამილ აძინბა, ვიქტორ ხილჩევსკი და სირენ კერსელიანი.

 

აფხაზეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბმამ, რომლის ინაუგურაცია აფხაზეთში 25 სექტემბერს გაიმართა, მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანაშრომლები 26 სექტემბერს დაითხოვა.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი