ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალმა რუსეთთან ორ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

15 ოქტომბერი, 2014 • • 996
ცხინვალმა რუსეთთან ორ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა

ხელშეკრულებები, როგორც გამოცემა წერს, “სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთსამართლებრივ დახმარებას” და “პატიმრობაში მყოფ პირთა გადაცემას” შეეხება.


რუსეთის მხრიდან შეთანხმებებს ხელი იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრ კონოვალოვმა, ხოლო სამხრეთ ოსეთიდან ასევე იუსტიციის მინისტრმა ალან ჯიოევმა მოაწერეს. 

 

ხელშეკრულებების ხელმოწერას რუსეთში სამხრეთ ოსეთის ელჩი, დიმიტრი მედოევიც ესწრებოდა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

მასალების გადაბეჭდვის წესი