ახალი ამბები

კიდევ ერთი მილიარდერი ნოტრ-დამის აღდგენისთვის 200 მლნ ევროს გაიღებს

16 აპრილი, 2019 • 997
კიდევ ერთი მილიარდერი ნოტრ-დამის აღდგენისთვის 200 მლნ ევროს გაიღებს

კიდევ ერთი ფრანგი მილიარდერი ბერნარდ არნო და მისი ჯგუფი LVMH პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

“არნოების ოჯახს და LVMH ჯგუფს სურს, აჩვენოს სოლიდარობა ამ ეროვნული ტრაგედიის დროს და თავისი წვლილი შეიტანოს ამ ექსტრაორდინარული კათედრალის აღდგენაში, რომელიც არის საფრანგეთის სიმბოლო, მისი კულტურული მემკვიდრეობა და ერთიანობის სიმბოლო”, – ნათქვამია მილიარდერის განცხადებაში.

მანამდე კიდევ ერთმა ფრანგი მილიარდერმა ფრანსუა-ანრი პინომ განაცხადა, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციისთვის 100 მილიონ ევროს გაიღებს.


პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ფრანგი მილიარდერის ოჯახი ნოტრ-დამის აღსადგენად 100 მლნ ევროს გამოყოფს

მასალების გადაბეჭდვის წესი