ახალი ამბები

სტალინისადმი კეთილგანწყობამ რუსეთში რეკორდულ 70%-ს მიაღწია

16 აპრილი, 2019 • 1167
სტალინისადმი კეთილგანწყობამ რუსეთში რეკორდულ 70%-ს მიაღწია

სტალინისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი რუსეთში რეკორდულ 70 პროცენტზეა. ამას მოწმობს ლევადა ცენტრის მიერ მარტში ჩატარებული კვლევა.

რუსეთის მოქალაქეების 70 პროცენტი დადებითად აფასებს სტალინის როლს ქვეყნის ცხოვრებაში. ლევადა ცენტრის ცნობით, ეს რეკორდული მაჩვენებელია მათ კვლევებთან მიმართებაში. ნეგატიურად სტალინის როლი 19-მა პროცენტმა შეაფასა.

კვლევის თანახმად, 46 პროცენტი მიიჩნევს, რომ სტალინის ეპოქაში დანაშაულებები გამართლებული იყო “დიადი მიზნებითა და რეზულტატებით”. 45-მა პროცენტმა კი თქვა, რომ ადამიანური მსხვერპლის გამართლება არაფრით შეიძლება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი