ფრანგული გამოცემების ყდები ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძრის შემდეგ

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში მომხდარი ხანძარი ფრანგული გამოცემების 16 აპრილის ნომრების მთავარი თემაა. ლე პარიზიენ, ლიბერასიონი და სხვები სწორედ ხანძრის ამსახველი ყდებით დაბეჭდეს.

“ჩვენი დრამა” -ასეთ სათაური ხვდება ლიბერასიონის ყდაზე მკითხველს.

ალში გახვეული ღვთისმშობლის ტაძრის სურათს წარწერით – “უბედურება” – ლე ფიგაროს ყდაზეც ნახავთ.

ყოველდღიური გაზეთი ლე პარიზიენი ყდაზე შემდეგი სათაურით გამოქვეყნდა: “ჩვენი ცრემლიანი ქალბატონი”

ლა კრუას ყდაზე დამწვარი ტაძრის ფოტოს ფონზე წერია “ჩვენი გული დაიფერფლა”.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ასობით მეხანძრე რამდენიმე საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ებრძოდა ცეცხლს, რომელიც 850 წლის წინათ აგებულ, ისტორიულად უმნიშვნელოვანეს ტაძარს მოედო და მისი ცნობილი სამრეკლოც შეიწირა – კონსტრუქციის ჩამოქცევის კადრები პირდაპირ ეთერში იხილა მსოფლიომ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში, 1163 წელს დაიწყო და საბოლოოდ 200 წლის შემდეგ, მე-14 საუკუნეში დასრულდა. ტაძარს განსაკუთრებული პოპულარობა ვიქტორ ჰიუგოს რომანმა მოუტანა. ის გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაგებობად ითვლება. ყოველწიურად ღვითსმშობლის ტაძარს 13 მილიონი ადამიანი სტუმრობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com