საქართველო საფრანგეთის ხალხის გვერდით დგას – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გაჩენილ ხანძარს ტვიტერზე ეხმაურება. პრეზიდენტი წერს, რომ საქართველო საფრანგეთის ხალხის გვერდით დგას.

“ყურადღებით ვაკვირდები პარიზის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საშინელ ხანძარს. საქართველო საფრანგეთის ხალხის გვერდით დგას”, – წერს ზურაბიშვილი ტვიტერზე.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ცნობილი კოშკი ცეცხლმა გაანადგურა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ჩამოიქცა ტაძრის ერთ–ერთი საკვანძო ნაწილი.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარია. ცეცხლი დღეს, 15 აპრილს, შუადღისას გაჩნდა.

BBC-ის თანახმად, ოფიციალური პირები ცეცხლის გაჩენის ზუსტ მიზეზს ჯერ ვერ ასახელებენ, თუმცა ვარაუდობენ, რომ ინციდენტი სარემონტო სამუშაოებს უკავშრდება.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ამოდის ცეცხლის ალი და კვამლი 850 წლის წინათ აგებული, ისტორიულად უმნიშვნელოვანესი ტაძრიდან.

ცეცხლს მეხანძრეთა ჯგუფები ებრძვიან, გარშემო ტერიტორია კი ევაკუირებულია

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com